სმკმ: მეოთხე შეხვედრა

სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები

დავით სიჭინავა
10 ოქტომბერი, 2019 წ.

მეოთხე შეხვედრა

დღევანდელი შეხვედრის გეგმა

  • ლექცია: კვლევის გეგმა, კონცეპტუალიზაცია და ოპერაციონალიზაცია
  • სემინარი

ისევ: სამეცნიერო რევოლუცია

Drawing

ისევ: სამეცნიერო რევოლუცია

  • აღიარებული (დამკვიდრებული) და რევოლუციური მეცნიერება
  • პარადიგმები
    • პარადიგმისადმი ერთგულება

ცნება

  • ცნება წარმოადგენს ამა თუ იმ ფენომენის განზოგადებულ, ლინგვისტურ შესატყვისს

  • ცნება არის სიმბოლო და არა - კონკრეტული ფენომენი

  • მეცნიერები ამა თუ იმ ფენომენს სახელს არქმევენ, რათა სხვებისთვის აღწერა გაუადვილდეთ

  • ცნებები ამა თუ იმ ფენომენის კლასიფიკაციის თუ დაჯგუფებისთვისაა საჭირო

  • ცნებების მეშვეობით ხდება თეორიის აგება

(ცნების) განსაზღვრება

  • კონცეპტუალიზაცია: ცნების აღწერა სხვა ცნებების მეშვეობით

კონცეპტუალიზაცია

  • ცნებების (კონცეპტების) განვითარების და ჩამოყალიბების პროცესი
  • ჩამოვაყალიბოთ ამა თუ იმ ცნების სიტყვიერი და გასაგები განმარტება, თუ რას მოვიაზრებთ ამ სიტყვის ქვეშ

მაგალითი: სოციალური სტატუსი

სიტყვიერი განსაზღვრება: საზოგადოებაში პიროვნების მდგომარეობა მისი მნიშვნელობის მიხედვით (Oxford Living Dictionary)

  • რას მოიცავს სოციალური სტატუსი? Hollingshead, A. (1975): Four factor index of social status
    • განათლება
    • საქმიანობა
    • სქესი (გენდერი)
    • ოჯახური მდგომარეობა

კონცეპტუალიზაცია

  • კონცეპტუალიზაცია უნდა მოიცავდეს ფენომენის ყველა უნიკალურ თვისებას
  • განმარტებაში არ გამოვიყენოთ განმარტებითი ტერმინები
  • განმარტება უნდა იყოს პოზიტიური
  • კონცეპტუალიზაცია უნდა მოიცავდეს მკაფიო ტერმინებს

კონცეპტუალიზაცია

  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების კონცეპტუალიზაცია
  • თვისებრივი კონცეპტუალიზაცია:
    • როგორც წესი, ჩვენ მონაცემთა მოგროვების პროცესში ვფიქრობთ კონცეფციების შესახებ
    • კვლევისას, ჩვენ კონცეფციებს ვუკავშირებთ კონკრეტულ მნიშვნელობებს და ვცდილობთ, დავადგინოთ კავშირები ამ იდეებს შორის.

კონცეპტუალიზაცია

რაოდენობრივი:

Drawing

ოპერაციონალიზაცია (ოპერაციული განსაზღვრება)

  • როგორ გავზომავთ ამა თუ იმ ცნებას

მაგალითი: სოციალური სტატუსი

  • განათლება:
    • განათლების მიღწეული დონე
  • საქმიანობა:
    • ISCO-88 კოდები
  • სქესი:
    • მამაკაცი
    • ქალი
  • ოჯახური მდგომარეობა:
    • დასაოჯახებელი
    • დაოჯახებული
    • განქორწინებული
    • ქვრივი
    • სხვა

თეორიის როლი

  • კონკრეტული კლასიფიკაციის (ad hoc) თეორიები
  • ტაქსონომია
  • კონცეპტუალური სტრუქტურა
  • თეორიული სისტემა

მაგალითი: ლიპსეტის და როკანის დაპირისპირებების თეორია (1964)

  • თეორიული სისტემა: ტალკოტ-პარსონსის სოციალური სისტემების მოდელი
    • სიტუაციური ობიექტების კლასიფიკაცია
    • ობიექტებისადმი დამოკიდებულება
    • პასუხი სისტემის გამოწვევებისადმი

მაგალითი: ლიპსეტის და როკანის დაპირისპირებების თეორია (1964)

  • კონცეპტუალური სტრუქტურა: ნებისმიერ დასავლურ საზოგადოებაში, პოლიტიკური პარტიებისადმი მიკუთვნება ეფუძნება სოციალურ დაპირისპირებებს, რომლებიც ე.წ. დიდი რევოლუციების შედეგად აღმოცენდნენ

მაგალითი: ლიპსეტის და როკანის დაპირისპირებების თეორია (1964)

  • ტაქსონომია: დაპირისპირებები
    • ცენტრი-პერიფერია
    • ქალაქი-სოფელი
    • დამსაქმებელი-დასაქმებული
    • ეკლესია-სახელმწიფო

მაგალითი: ლიპსეტის და როკანის დაპირისპირებების თეორია (1964)

  • კონკრეტული კლასიფიკაცია:
    • ტერიტორიულ ერთეულში საქალაქო მოსახლეობის წილი
    • მემარცხენე პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმები
    • რელიგიური კუთვნილება

აქსიომატური თეორია

  • ცნებების, განსაზღვრებების, დებულებების და ურთიერთკავშირების ერთობლიობა, რომლებიც ცნებების დასაკავშირებლად და თეორიების დასამტკიცებლად გამოიყენება

მოდელები

  • აბსტრაქცია, განზოგადება, რომელიც ფენომენის ჩვენეულ აღწერას, გამარტივებულ ხატს წარმოადგენს

კავშირი ემპირიასა და თეორიას შორის

  • კვლევა → თეორიას
  • თეორია → კვლევას

კვლევის გეგმა (პროგრამა)

  • დაზვერვითი კვლევა
    • შესწავლის პირველი ეტაპი
  • აღწერითი კვლევა
    • ფენომენის შესახებ ამომწურავი, ოღონდ - აღწერილობითი ტიპის ინფორმაციის მიღება
  • ანალიტიკური კვლევა
    • ფენომენის მამოძრავებელი ძალების, მიზეზების გამოაშკარავება; პროგნოზირება, ურთიერთკავშირების დადგენა

კვლევის გეგმა (პროგრამა)

Drawing

კვლევის გეგმა (პროგრამა)

Drawing

რას ვიკვლევთ?

  • კვლევის პრობლემა და მისი აქტუალობა
  • კვლევის ობიექტი
  • კვლევის საგანი
  • კვლევის მიზანი

თანმიმდევრობა

  • გამოკვლევის პროგრამა
  • ველი
  • ინფორმაციის დამუშავება
  • ინფორმაციის ანალიზი
  • ანგარიში და პრეზენტაცია

სემინარი:

  • ჯგუფებში გაეცანით ჩემს მიერ დარიგებულ სტატიებს და მოამზადეთ მცირე პრეზენტაცია

  • რას იკვლევენ ავტორები?

    • რა ფენომენს?
    • რა თეორიებს ეყრდნობიან ავტორები?
    • რომელი კონკრეტული ჯგუფი აინტერესებთ მათ?
    • რა კითხვებზე ცდილობენ პასუხის გაცემას?
    • არის თუ არა კვლევა კონცენტრირებული რომელიმე კონკრეტულ არეალზე?
  • რა მიდგომას იყენებენ ავტორები და რატომ?

    • თვისებრივს თუ რაოდენობრივს? დაასაბუთეთ
  • თქვენი აზრით, რამდენად ამომწურავად მოახერხეს ავტორებმა დასმული საკითხის შესწავლა?

დავალება:

  • წაიკითხეთ ამ ორი ანგარიშიდან ერთ-ერთი: პირველი ანგარიში, მეორე ანგარიში
  • მოამზადეთ ამ ნაშრომის შესახებ კრიტიკული შეფასება, სადაც აღწერთ:
    • რა მიზანს ისახავდა ეს კვლევა?
    • თქვენი აზრით, რა ძირითადი კონცეფციები იყო განხილული ამ კვლევაში?
    • რა ტიპის მეთოდები იყო გამოყენებული - რაოდენობრივი თუ თვისებრივი? პასუხი დაასაბუთეთ.
    • თქვენი აზრით, რა იყო ამ კვლევის ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი?
    • თქვენი აზრით, რა საჭიროებდა უფრო ღრმად შესწავლას?
  • თქვენი ტექსტი უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტის მაქსიმუმ გვერდნახევარი, 12 ზომის Sylfaen ქართული(!) შრიფტით და სტრიქონებს შორის 1.5 დაშორებით. დოკუმენტი დაასათაურეთ, მიაწერეთ თქვენი სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  • დავალება ატვირთეთ 16 ოქტომბრის 23:59-მდე, ამ ბმულზე

Drawing