წინამდებარე ტექსტი საორიენტაციო ხასიათს ატარებს. პირველ რიგში, კარგად მოისმინეთ და ჩაინიშნეთ, რას გეტყვით ქ-ნი მარინა!

შინაარსობრივი მხარე:

პირველ რიგში, გადადით ამ ბმულზე და თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითეთ რეფერატის სახელწოდება.

რეფერატისთვის შეგიძლიათ, აირჩიოთ საქართველოს შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი ტერიტორიული ერთეული: მხარე, ქალაქი, მუნიციპალიტეტი, სოფელი. ტექსტის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოთ ამ არეალის საზოგადოებრივ-გეოგრაფიული დახასიათება. უნდა აღწეროთ და გააანალიზოთ შემდეგი კომპონენტები:

თუკი თემა დარგობრივი ხასიათისაა (მაგ. დემოგრაფია, მეურნეობის რომელიმე დარგის დახასიათება), მაშინ შემდეგი სტრუქტურით იხელმძღვანელეთ:

ვიმეორებ, ეს საკმაოდ ზოგადი სტრუქტურაა, ასე რომ მივესალმები, თუკი საკუთარ გეგმას გამოიყენებთ. თუ დაგჭირდათ, აუცილებლად მომმართეთ კითხვებით.

გაფორმება და ჩაბარება:

ნაშრომში აუცილებელია ცხრილების, დიაგრამების და რუკების გამოყენება. თუმცა გაფორმებისას უზარმაზარი გრაფიკი ან დიაგრამა ერთ გვერდად არ ჩაითვლება. აუცილებელია, რომ გამოყენებული ვიზუალური თუ რაოდენობრივი მასალა ტექსტს უკავშირდებოდეს.

შეძლებისდაგვარად დაიცავით გრამატიკის და წერის წესები. სახელმძღვანელოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ენის მოდელირების ასოციაციის მიერ შექმნილი ელექტრონული ცნობარი.

გამოყენებული მასალები ციტირება აუცილებელია! დაიცავით APA ფორმატი, რომლის საკმაოდ კარგი ქართულენოვანი ტექსტი ამ ბმულზეა მოცემული. ვებსაიტებიდან აღებული მასალის ციტირებისას აუცილებელია სრული ბმულის მითითება. მაგალითად:

რეფერატის შაბლონი ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან. როგორც ხედავთ, თქვენი ტექსტი უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტის მაქსიმუმ ათი გვერდი (სატიტულო ფურცლის და შინაარსის გამოკლებით). ტექსტი უნდა ააწყოთ 11 ზომის Sylfaen შრიფტით და დაიცვათ სტრიქონებს შორის 1.5 დაშორება.

ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი (მაგ. დავით_სიჭინავა_ესე.docx) და ათი მაისის საღამოს 23:59-მდე ატვირთეთ ამ ბმულზე. დაგვიანებით ატვირთული ნაშრომები უფრო მკაცრად გასწორდება :)

გაითვალისწინეთ, პლაგიატი, წყაროს ციტირების გარეშე გამოყენება ან - რეფერატის სხვისთვის დაწერინება დასჯადია და შედეგად ავტომატურად ნულ ქულას მიიღებთ.

წარმატებებს გისურვებთ!